|
|
სიქა საგანმანთლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია |
![]() |
| მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია! |
**********************************************************************************************
HOME | ABOUT US | CONTACT US | IEARN/GEARN | PROJECTS LIST | PUBLICATION | ZARI
ცხოვრების
ფასეულობები
საგანმანათლებლო პროგრამა

სიქა-ს (საგანმანთლებლო
ინიციატივების
ქართული
ასოციაცია)
ორმა
წარმომადგენელმა,
პავლე
თვალიაშვილმა
2004 წლის
ზაფხულში და
ეკა დიდებაშვილმა
2005 წელს, გაიარა
ტრენერთა
ტრენინგი დიდ
ბრიტანეთში.
პროგრამაში
მონაწილეობისთვის
აუცილებელი
საკითხების
გადაწყვეტაში
სიქა-ს მხარში
დაუდგენენ ასოციაცია
”სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”,
რუსთავის
მთავრობა, საქართველოს
ცენტრალური
კავშირგაბმულობის
კორპორაცია.
ტრენინგი
ჩატარდა
ოქსფორდის
უნივერსიტეტში,
ეს
უნივერსისტეტი
ყოველწლიურად
უფასოდ
მასპინძლობს
განათლების
სფეროს
მუშაკებს
მსოფლიოს 30-40
ქვეყნიდან.
ტრენერები
იყვნენ
შვეიცარიიდან,
კანადიდან,
ჩინეთიდან (ჰონ-კონგი),
დიდი
ბრიტანეთიდან
(ლონდონი).
ტრენინგი
ტრენერებისთვის
მოიცავს იმ
აუცილებელი
უნარების
განვითარებას,
რომელმაც
ხელი უნდა
შეუწყოს
ფასულობათა
საგანმანათლებლო
პროგრამის
ტრენინგების
წარმატებულად
ჩატარებას.
ცხოვრების
ფასეულობები -
საგანმანათლებლო
პროგრამა (LVEP – Living
Values an Educational Program) არის
მსოფლიოს
პედაგოგებს
შორის
თანამშრომლობის
ერთ-ერთი
თვალნათელი
მაგალითი.
პროგრამის
დახვეწა
წლების
განმავლობაში
პედაგოგთა
პრაქტიკული
გამოცდილების
გაზიარებისა
და იმ უამრავი
ტრენინგის,
სამუშაო
შეხვედრის,
საერთაშორისო
ღონისძიებების
მეშვეობით
ხდება,
რომლებიც
მთელი
მსოფლიოს
მასშტაბით
ტარდება.
პროგრამაში
მონაწილეობს 75
ქვეყნის 1000-მდე
სკოლა, ცენტრი
და
ორგანიზაცია.
პროგრამას
მხარს უჭერს
იუნესკო (UNESCO),
პროგრამის
სპონსორები
არიან:
იუნისეფის (unicef)
ესპანეთის
ეროვნული
კომიტეტი,
ორგანიზაცია
”პლანეტის
საზოგადოება”,
ბრაჰმა
კუმარისი (ოქფორდი).
პროგრამა
მიმდინარეობს
იუნისეფის
განათლების
განყოფილების
კონსულტაციით
(ნიუ იორკი).
მიზანი
ცხოვრების
ფასეულობათა
საგანმანათლებლო
პროგრამა
მიზნად
ისახავს
პიროვნების
განვითარებისათვის
საჭირო
პრონციპებითა
და
ინსტრუმენტებით
აღჭურვას,
იმის
შეცნებას, რომ
ინდივიდი
ფიზიკური,
ინტელექტუალური,
ემოციური და
სულიერი
განზომილებებისაგან
შედგება.
ამოცანები
აქტივობების წიგნები
·
მასწავლებელთა
წიგნი:
ცხოვრების
ფასეულობათა
აქტივობები 3-7
წლამდე
ასაკის
ბავშვებისათვის
·
მასწავლებელთა
წიგნი:
ცხოვრების
ფასეულობათა
აქტივობები 8-14
წლამდე
ასაკის
ბავშვებისათვის
·
მასწავლებელთა
წიგნი:
ცხოვრების
ფასეულობათა
აქტივობები
მოზარდებისათვის
·
ცხოვრების
ფასეულობათა
ტრენერთა
სახელმძღვანელო
·
ცხოვრების
ფასეულობები
მშობლებისათვის:
ფასილიტატორთა
სახელმძღვანელო
·
მასწავლებელთა
წიგნი:
ცხოვრების
ფასეულობები
ლტოლვილი და
ომით
დაზარალებული
ბავშვებისათვის
·
მასწავლებელთა
წიგნები:
ცხოვრების
ფასეულობები
ქუჩის
ბავშვებისთვის
წიგნები
თარგმნილია 22
ენაზე.
დაწყებულია
მუშობა,
წიგნების ქართულად სათარგმნად.
აქტივობათა
წიგნების
საავტორო
ჯგუფს
ხელმძღვანელობს
დიანა
ტილმანი. იგი
ლიცენზირებული
განათლების
ფსიქოლოგია, 23
წლის
მუშაობის
სტაჟით
კალიფორნიის
სახელმწიფო
სკოლების
სისტემაში.
ცხოვრების
ფასეულობათა
აქტივობების
წიგნები
სხვადასხვა
ქვეყნებში
წარმატებით
გამოიყებენა
და შესაძლოა
გამოყენებულ
იქნას ოჯახში
მშობლების
მიერ,ბავშვთა
სახლების,
სკოლა-ინტერნატების,
ბავშვთა
ცენტრების,
საბავშვო
ბაღების,
დაწყებითი,
საბაზო და
საშუალო
სკოლების,
კოლეჯების,
უნივერსიტეტების,
ტრენინგ-ცენტრების,
საგანმანათლებლო
და
ახალგაზრდული
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
პედაგოგთა
პროფესიული
დახელოვნების
და
გადამზადების
ცენტრების,
საგანათლებლო
ქსელის,
სარესურსო
ცენტრების,
არასრულწლოვანთა
სასჯელაღსრულებითი
დაწესებულებების,
ჯანდაცვისა
და სოციალური
მუშაკების
მიერ.
ასევე
საინტერესოა
აქტივობების
წიგნები იმ
მშობლებისთვის,
რომლებიც
ზრუნავენ
ბავშვებზე
ადრეული
ასაკიდან ან
ახალგაზრდა
მოზარდებზე.
12
სოციალური
ფასეულობა,
რომელთა
სწავლებაც
ხდება
წიგნებში
მოცემული
აქტივობების
მეშევობით,
არის:
მშვიდობა;
პატივისცემა;
სიყვარული;
ბედნიერება;
თავისუფლება;
პატიოსნება;
თავმდაბლობა;
ტოლერანტობა;
თანამშრომლობა;
პასუხისმგებლობა;
უბრალოება;
ერთობა.
პროგრამის
ფარგლებში
შესაძლებელია
კურიკულუმით
გათვალისწინებული
იყოს როგორც
ცალკე საგანი,
ასევე მოხდეს
მისი
ინტეგრირება
სხვადასხვა
საგნებში ან
არასაკლასო
და
აღმზრდელობითი
მუშაობისას.
შეხვედრებმა,
რომელიც
მოეწყო
პედაგოგებთან
რუსთავში
სექტემბერში,
აჩვენა, რომ
დიდია
პროგრამის
მიმართ
ინტერესი.
ჩატარდა 3
სამუშაო
შეხევედრა,
ბაღის
აღმზრდელებისთვის,
დაწყებითების
მასწავლებლებისა
და უფროსი
კლასების
ქართულის
მასწავლებლებისთვის.
პედაგოგებს
დიდი სურვილი
აქვთ, საკუთარ
კლასებში
დაიწყონ იმ
აქტვობების
გამოყენება,
რაც
გათვალისწინებულია
ცხოვრების
ფასეულობების
საგანმანთლებლო
პროგრამით.
საკმაოდ
მრავალფეროვანია
გამოხმაურება,
რომელიც
მოსწავლეებსა
და მასწავლებლებს
ჰქონდათ ამ
პროგრამის
გაცნობის
შემდეგ.
ქართულის
მასწავლებლებმა
არაერთი
ქართული
ნაწარმოები
დაასახელეს,
რომელთა
სწავლის
დროსაც
შესაძლებელია
ზემოთჩამოთვლილი
ფასეულობების
შესახებ
მსჯელობა და
მათი
საინტერესო
კუთხით
განხილვა, რაც
არა მარტო
პროგრამით
გათვალისწინებული
ტექსტების
შესწავლას
შეუწყობს
ხელს, არამედ
მოსწავლეში
განავიტარებს
იმ
უნარ-ჩვევებს,
რაც
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მიერ ახალი
სასწავლო
პროგრამებითაა
გათვალისწინებული.
აქტივობები
ხელს უწყობს
მოსწავლეებში
განვითარდეს
ისეთი
სოციალური და
ემოციური
უნარ-ჩევვები,
როგორიცაა
კრიტიკული
აზროვნება,
შემოქმედებითობა,
თანამშრომლობა.
ხდება
მრავალმხრივი
ინტელექტის
გააქტიურება
სწავლება
სწავლის
პროცესში.
აქტივობების
გამოყენების
პროცესში
ხდება ისეთი
სტრატეგიების
გამოყენება,
რაც
მაქსიმალურად
ეფექტიანს
ხდის
სწავლება-სწავლის
პროცესს.
კითხვა, წერა,
ხატვა, მუსიკა,
დრამა,
დისკუსია,
პრეზენტაცია
და მოსმენა
მოსწავლეებში
საკითხების
სწავლასთან
ერთად
ფასეულობების
განვითარებას
უწყობს ხელს.
პროგრამის
ფარგლებში 13-15 დეკემბერს
გაიმართა
ტრენინგი,
რომელიც
ჩაატარეს
პროგრამის
საერთაშორისო
ექსპერტებმა
და
მმართველობით
რგოლის
წევრებმა.
ტრენინგის
მასპინძელი იყო სიქა (საგანმანთლებლო
ინიციატივების
ქართული
ასოციაცია),
პარტნიორი
ასოციაცია ”სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”.
ტრენინგების
შემდეგ
შედგა
შეხვედრა
განათლების
სამინისტროს
პედაგოგთა
პროფესიული
განვითარების
ჯგუფის
ხელმძღვანელებთან.
განხილული
იქნა
პროგრამის
საქართველოში
დანერგვასთან
დაკავშირებული
საკითხები.
პროგრამით
დაინტერესებულმა
ადამიანებმა
ინფორმაცია
შეიძლება
მოიპოვონ
სიქა-ს
ვებ-გვერდზე www.zari.org.ge
ან მიმართონ
ცხოვრების
ფასეულობების
საგანმანათლებლო
პროგრამის
საკონტაქტო
პირს ელ.
ფოსტით: office@zari.org.ge
, გთხოვთ
მიუთითოთ (for LVEP)
პავლე
თვალიაშვილი
სიქა (საგანმანთლებლო
ინიციატივების
ქართული
ასოციაცია)
დამფუძნებელი, კონსულტანტი განათლების, ახალგაზრდულსა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში;
ცხოვრების
ფასეულობები
საგანმანათლებლო
პროგრამა
- ტრენერი,
პროგრამის კოორდინატორი საქართველოში;
საერთაშორისო
საგანმანათლებლო
სარესურსო
ქსელის (iEARN)
ტრენერი,
პედაგოგთა
პროფესიული
განვითარების
ონლაინ
კურსის
წარჩინებით
კურსდამთავრებული.
სერტიფიცირებული
მასწავლებელი;